დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს აუტისტად მოიხსენიებს, განმარტებას აკეთებს.
როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, ესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ.
„გუშინ „ტვ პირველზე“, ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას.
სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში.
ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ.
რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა.
ბოდიშს ვუხდი მათ და ყველა მათ ოჯახის წევრს“, - წერს გიორგი ვაშაძე.
დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
ლოცვა, რომელიც 14 სექტემბერს უნდა წაიკითხოთ
1789370752
გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
1789372763