სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს პროკურატურის მიერ სუსთან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი პირის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამხელა თანხის გათეთრება შემთხვევით არ ხდება.
ფოჩხუა ინტერესდება, ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად გამიზნული და ოპოზიციასთან თანამშრომლობაში მყოფი, მმართველი გუნდიდან "გაყრილებისგან დაკრიშული".
"700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი "კრიშის" გარეშე და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის მიღმა (აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!) ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად? ხომ არ იყო ეს სქემა ოპოზიციასთან მოთანამშრომლე გაყრილებისგან "დაკრიშული"? ბევრი კითხვაა, კვალს კი ჯიუტად დაგეგმილი არეულობისკენ მივყავართ..." - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.