ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული.

“ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“ - წერს თეა მაისურაძე.