ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრიდან, რომელიც ალასკაზე გაიმართა, უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი რეალური პროგრესი ჯერაც არ ჩანს - მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას სწორედ რუსეთი აფერხებს, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობას ამის გამო ევროპას დააკისრებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით.
თეთრ სახლში წყაროები, რომლებთანაც ჟურნალისტებმა ისაუბრეს, ვარაუდობენ, რომ ტრამპი ევროპელებს დაადანაშაულებს იმაში, რომ ისინი მოუწოდებდნენ კიევს, არ ყოფილიყო დამყოლი რუსული ულტიმატუმების მიმართ და დალოდებოდა სამშვიდობო შეთანხმების უკეთეს პირობებს.
სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ სიტუაციამ შესაძლოა ტრამპი იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ მან საერთოდ უნდა შეწყვიტოს სამშვიდობო ძალისხმევა. ჟურნალისტებს მოჰყავთ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადება, რომელშიც მან ძალიან სადავო ანალოგია გაავლო და რუსეთის აგრესიული შეჭრა უკრაინაში ეზოში ორი ბავშვის ჩხუბს შეადარა.
გასულ კვირას ტრამპმა ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ყველა მხარეს დააკისრა და კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ზელენსკიც არ არის სრულიად უდანაშაულო“.
The Times მიიჩნევს, რომ პუტინმა ტრამპის რიტორიკაში ბოლო ცვლილებები შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმების გასაგრძელებლად მწვანე შუქად აღიქვას.
„ახლა უკვე არსებობს ნიშნები, რომ ტრამპი ევროპას დაადანაშაულებს მისი სამშვიდობო ინიციატივის ჩაშლაში“, - წერს The Times.