ჩალაძემ აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხა დაბლოკილია უცხოეთში მათი მეპატრონეების მხრიდან - მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

გიორგი ჩალაძემ აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხა დაბლოკილია უცხოეთში მათი მეპატრონეების მხრიდან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, გიორგი ჩალაძის იმ განცხადებაზე, სადაც ჩალაძე აღნიშნავს: „გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო“.

„ეს არის აღიარება იმის, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობთ ხოლმე, რომ სამწუხაროდ, არსებობენ „ნაცმოძრაობის“, მათ შორის ჩალაძეების და ამ ხალხის პატრონები უცხოეთში. მან აღიარა, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფულები დაბლოკილია უცხოეთში მათი მეპატრონეების მხრიდან და როგორც ჩანს, ის თავდებში ჩაუდგა ამ საქმეს და თქვა, ამ ფულს გამოვიხსნი, ოღონდ სააკაშვილი გაათავისუფლეთო. ეს სასაცილოდაც აღარ ჰყოფნის არავის.

„ნაცმოძრაობის“ რეალური სურათი ასეთია, რომ თავისი ამომრჩეველიც კი ვეღარ ეძებს. ვერც პარლმენტში პოულობენ და ვერც ქუჩაში. ერთადერთი შეიძლება, დაშლილებში მივიდნენ და ხაბეიშვილის და მელიას ნაწილი იქ ნახონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.