ბულგარეთის პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვებულ რუმენ რადევს მთავრობის ფორმირება დაავალა

ჯი

 ბულგარეთის პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერს, რუმენ რადევს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი გადასცა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

მანამდე იოტოვამ ახალი მოწვევის პარლამენტში არჩეულ პოლიტიკური ჯგუფებთან კონსულტაციები გამართა.

ცნობისთვის, „პროგრესულმა ბულგარეთმა 19 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 44,59% მიიღო და თავისი ლიდერი რუმენ რადევი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რადევი 2017-2026 წლებში ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.