უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში – სად გამოიდარებს და სად არის მოსალოდნელი წვიმა
1784702231
"სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა" - აცხადებენ მმართველ გუნდში, სადაც იხსენებენ მსოფლიო მაგალითებს და რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ევროსასამართლომ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის სლოვენიაში ბლოგერისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ნორმად მიიჩნია. სტრასბურგის შეფასებით, სლოვენიის სასამართლოების გადაწყვეტილებები ევროპულ კონვენციებთან შესაბამისობაში იყო და ჟურნალისტისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არ არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 000-მდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა. სომხეთში კი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პოდკასტის წამყვანები ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც შეურაცხყოფა მიაყენეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მმართველი პარტიის სხვა წევრებს.
"ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი მოქმედებს იმისთვის, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს, ღირსება არ შეულახოს ერთმა ადამიანმა მეორეს სოციალური ქსელის მეშვეობით. არ მგონია, რომ ჯანსაღი ადამიანისთვის აქ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს. თუ მაგალითებზე უნდა ვიმსჯელოთ, ოფიციალური სტატისტიკით, ბრიტანეთში 2024 წელს 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს Facebook-ზე კონსერვატორული შინაარსი პოსტების გამოქვეყნებისთვის, - იქ შეურაცხყოფაზეც არ არის საუბარი. სულ რომ მაგალითებს არ შევხედოთ, ყველაფერი არის ლოგიკური და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ კლავიატურით აგინებენ მოქალაქეებს, არაფერს წარმოადგენენ - ერთადერთი, შეუძლიათ Facebook-ის მეშვეობით ლანძღონ ადამიანები, აგინონ, მიაყენონ შეურაცხყოფა, შეულახონ ღირსება. კი ბატონო, იყოს ეს მათთვის პრობლემა, მოუწევთ ჯარიმების გადახდა და განმეორებით შემთხვევაში, არის უკვე სხვა ტიპის სანქცია. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი იმისა, რომ საქართველოში ფაშიზმი და პოლიტიკური ტერორიზმი უნდა დავასრულოთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.