ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა სოფელებში - ჩითახევსა და ლიკანში, ასევე ლიკანში დევნილთა დასახლებაში გამართა შეხვედრები

გელაშვილი

ბორჯომში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა სოფელებში - ჩითახევსა და ლიკანში, ასევე ლიკანში დევნილთა დასახლებაში გამართა შეხვედრები. ამის შესახებ მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შეხვედრები სოფელ ჩითახევში, სოფელ ლიკანში და ლიკანში დევნილთა დასახლებაში გავმართეთ.

მოგეხსენებათ, რომ ე.წ ფაფის დასახლებაში, 150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება ამ ეტაპზე ათსართულიანი კორპუსის ყველა სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადმოგეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ბორჯომში არასათანადო პირობებში ცხოვრობდით, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა", - წერს ბორჯომის მერობის კანდიდატი.