ბოლო დღეებში ვხედავთ ისტერიულ კამპანიას და მმართველი გუნდის საწინააღმდეგო მიზანმიმართულ აქტივობებს, რომლის მიზანია მიმდინარე მშვიდობიანი წინასაარჩევნო პროცესის დარღვევა - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებს ეხმაურება. მისი განცხადებით, რადიკალური ჯგუფების მიზანია, მშვიდობიანი წინასაარჩევნო პროცესი ჩაშალონ და საერთაშორისო მისიების პოზიტიური გზავნილები გადაფარონ.

„განსაკუთრებით ბოლო დღეებში ვხედავთ ისტერიულ კამპანიას და მმართველი გუნდის საწინააღმდეგო მიზანმიმართულ აქტივობებს, რომლის მიზანია მიმდინარე მშვიდობიანი წინასაარჩევნო პროცესის დარღვევა. ასევე მათი მიზანია იმ განცხადებების გადაფარვა, რაც გრძელვადიანმა საერთაშორისო მისიებმა გააკეთეს და ის, რომ არასწორი აღქმების ჩამოყალიბება მოხდეს“, - აღნიშნა მიქანაძემ.