ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
1771398410
მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში და ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს.
„დღეს ქართველი ერისკაცის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია.
ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა.
მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას, საქართველოს საკეთილდღეოდ“, - წერს კირცხალია