ბიძინა გიორგობიანი:ყველა ის ძირითადი საკითხი, რაზეც საქართველო ლაპარაკობდა დადასტურდა საბოლოოდ და კარგად გვაჩვენა აშშ-სა და ევროპის კონტინენტს შორის არსებული ძალიან ღრმა მსოფლმხედველობრივი უფსკრული

ბიძინა გიორგობიანი

ყველა ის ძირითადი საკითხი, რაზეც საქართველო ლაპარაკობდა ამ წლების განმავლობაში დღეს დადასტურდა საბოლოოდ და კარგად გვაჩვენა აშშ-სა და ევროპის კონტინენტს შორის არსებული ძალიან ღრმა მსოფლმხედველობრივი უფსკრული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა დავოსის ფორუმზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

„ეს შალვა პაპუაშვილმაც ახსენა და მეც მინდა გავიმეორო, ყველა ის პერიპეტია, ყველა ის ძირითადი საკითხი, რაზეც საქართველო ლაპარაკობდა ამ წლების განმავლობაში დღეს დადასტურდა საბოლოოდ და კარგად გვაჩვენა აშშ-სა და ევროპის კონტინენტს შორის არსებული ძალიან ღრმა მსოფლმხედველობრივი უფსკრული, არა მხოლოდ გრენლანდიის ან სხვა რომელიმე ერთ კონკრეტულ საკითხზე”, - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დონალდ ტრამპის განცხადება ევროპის არასწორი მიმართულებით განვითარების თაობაზე.

“მათ სტრატეგიაშიც იყო წარმოდგენილი, რომ ცივილიზაციური საფრთხე უდგას ევროპას”, - აღნიშნა გიორგობიან