დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
საკუთარი თავის იმედად დარჩენილი ევროკავშირი აუცილებლად საჭიროებს ახალ მიდგომას და ფორმატს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთანაც, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირს გაფართოების პოტენციალი აბსოლუტურად არ გააჩნია.
„ევროკავშირის დღის წესრიგი, როდესაც აშშ აფინანსებდა ბოლო 40 წლის განმავლობაში ევროპის უსაფრთხოებას და რუსეთი იაფი ენერგომატარებლებით ამარაგებდა, მოიშალა. სამომავლოდ ევროკავშირს ძალიან გაუჭირდება იმ ლიბერალური დღის წესრიგის შენარჩუნება, რომელიც გააჩნდა. ერთი რამ ცხადია, რომ აშშ რასაც ხარჯავდა ევროპაში ფინანსებს „ცივი ომის“ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღარ აპირებს დახარჯვას, სხვა პრიორიტეტები და პრობლემები აქვს. საკუთარი თავის იმედად დარჩენილი ევროკავშირი აუცილებლად საჭიროებს ახალ მიდგომას და ფორმატს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთანაც. გაფართოების პოტენციალი აბსოლუტურად არ გააჩნიათ“, - აღნიშნა გიორგობიანმა.