„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური გზის გამზიარებელი პარტიები უნდა მორჩეს საქართველოში, როგორც ფაშისტური პარტია აიკრძალა გერმანიაში და იტალიაში. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა ოპოზიციური პარტიების ქმედებებზე საუბრისას.
„მაისში თუ არ დაწერენ განცხადებას, ისედაც გაუუქმდება გახარიას პარტიას მანდატები. გახარია არ არის ჩვენი პრობლემა. გახარია დამთავრებულია. პოლიტიკურ ველზე კი ოპოზიცია მას შემდეგ გაჩნდება, რაც კონსტიტუციით აიკრძალება „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მიმდევრები. მათი პოლიტიკური გზის გამზიარებელი პარტიები უნდა მორჩეს საქართველოში, როგორც ფაშისტური პარტია აიკრძალა გერმანიაში და იტალიაში. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. თუ გახარია არ შევა პარლამენტში დარჩება ქუჩაში რაღაც მარგინალურ ჯგუფად“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში მყოფ პარტიებს არ აქვთ არანაირი პოლიტიკური პლატფორმა. ისინი არიან რევანშისტები, ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც რევოლუციის გარდა არ ცნობენ არანაირ პოლიტიკური ბრძოლის საშუალებას და მეთოდს.
„ამიტომ თუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, დამარცხდებიან კიდევ ერთხელ, კიდევ იტყვიან გაგვიყალბეს ადგილობრივი არჩევნები, ეს წინასწარ უკვე ცნობილია ხომ? ჩვენ ამას უკვე 13 წელია ვუყურებთ. ერთი და იგივე გრძელდება. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსი სხვა რამეს ნიშნავს. ესენი არიან ხელმოცარული რევოლუციონერები, რომლებსაც ის სცენარი არ გამოსდით, რომელსაც USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები უფინანსებდნენ და აძლევდნენ დავალებას. ვერ აკეთებენ უბრალოდ. ფული ბევრი აქვთ, მაგრამ ცუდი „სტაფი“ ჰყავთ. ვერ ასრულებენ იმ რევოლუციურ დავალებას, რომელსაც მათ აძლევენ. ახლა არც USAID-ია, არც NED-ი, შესაბამისად არიან ევროპული ფონდები. შავი ფულიც კარგად შემოსდით მათ და პირდაპირ მოსკოვიდან დაფინანსებასაც იღებენ, მათ ფინანსები არ აკლიათ, მათ აკლიათ უბრალოდ პატრიოტიზმი, მათ აკლიათ ჭკუა და გამბედაობა. მაგრამ ჩვენ გვაქვს გამბედაობა და თავდაცვის უნარი. ასე არ არის, რომ ისინი რაღაცას მოინდომებენ და იმას შეასრულებენ, ეს ვერ გამოვა. გამორიცხულია“, - განაცხადა გიორგობიანმა.