“ბევრი უსამართლო განცხადების ფონზე, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი ობიექტური რეალობაა“ - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი აღიარებს ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს.

“ბევრი უსამართლო განცხადების ფონზე, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი ობიექტური რეალობაა. ეს წერილი კიდევ ერთხელ აღიარებს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას და თანამშრომლობის გაგრძელებას გვთავაზობს, რაც მისასალმებელია. ასევე, არაერთ შეფასებაში, რომელიც ეუთოს მისიას გაუკეთებია, ყველგან არის ხაზგასმული, რომ იყო კონკურენციის შესაძლებლობა, ჩატარდა მაღალი სტანდარტებით, ცესკომ შეასრულა დაკისრებული მისია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების მიხედვით საარჩევნო გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია.