1734978582
ბერლინში სალომე ზურაბიშვილის დიასპორასთან შეხვედრას, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანიის პარლამენტის წევრი, მიხაელ როთი დაესწრო
ბერლინში სალომე ზურაბიშვილის დიასპორასთან შეხვედრას, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი ესწრებოდა.
„აქ ყველას უნდა თავისუფალი, დემოკრატიული + ევროპული საქართველო“, - ასე აფასებს ღონისძიებას გერმანელი პარლამენტარი, მაშინ, როდესაც ღონისძიებას კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ატარებს.
მიხაელ როთმა შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მოქმედებას სამარცხვინო უწოდა.
„რა სამარცხვინოა, რომ საქართველოს საელჩო მხარს არ უჭერს თავის სახელმწიფოს მეთაურს ვიზიტში“, - წერს როთი სოციალურ ქსელ x-ში.
Great event of the 🇬🇪diaspora organization GZA. Many young people came together to discuss with President @Zourabichvili_S. The message is clear: everyone here wants a free, democratic+European 🇬🇪. What a shame that the 🇬🇪embassy doesn’t support its head of state on her trip. pic.twitter.com/Ser5osKLYZ
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 29, 2024
ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს
1734978500