ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
როგორ შეიძლება ხელისუფლებას ეწოდოს პრორუსი იმ შემთხვევაში, როდესაც აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება ას პროცენტიანი შედეგით არის მოგებული რუსეთის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“
მისი თქმით, ფაქტობრივად, ბოლო წლები იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობდა სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოს მიმართულებით.
„ჩვენ ვაგროვებდით ყველა მტკიცებულებას, რომ ჩვენი ქვეყნის სიმართლე დაგვემტკიცებინა, მაშინ, როდესაც ტელევიზიით ძალიან აქტიურად ვისმენდით ოპონენტების თუ სხვა ცალკეული აქტორების მხრიდან ბრალდებას, თითქოს საქართველოს კურსი არის რუსეთისკენ. თითქოს ეს მტკიცებულებები გროვდება ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ და ა.შ. ანუ ჩვენ, ფაქტობრივად ამ ცილისწამების თუ მიზანმიმართული კამპანიის პარალელურად გვიხდებოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ყველა ჯერზე, ყველა გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ჩვენი ხელისუფლების კურსი არის პროქართული, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ინტერესებს დავიცავთ გააზრებულად, სასამართლოების მეშვეობით და ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ.
როგორ შეიძლება ხელისუფლებას ეწოდოს პრორუსი იმ შემთხვევაში, როდესაც აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება ას პროცენტიანი შედეგით არის მოგებული რუსეთის წინააღმდეგ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ გარდა ამ გადაწყვეტილებებისა, რომელიც მე ვახსენე, იყო 3 300 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათ შორის ცალკეული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ასევე, მათ მიერ შეტანილი. საქართველომ სუფთად დაიცვა თავი, 3 300-ვე საჩივარი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და ფაქტობრივად, ჩვენ დავადასტურეთ, რომ 2008 წლის ომშიც და მის შემდეგაც თუ ვინმე არღვევდა ადამიანის უფლებებს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია. ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ ვიღაცა კიდე ჩათვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იცავს საკუთარ ინტერესებს და რუსეთის ფედერაციის რაღაც ინტერესებს ატარებს, ის, გასაგებია, რომ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს და სრულიად აცდენილია როგორც ფაქტებს, ისე საერთაშორისო სასამართლოების შეფასებებს, რომლებიც არის დოკუმენტები, რომლებიც დარჩება ჩვენ მომავალ თაობას და გამოადგება ეს დოკუმენტები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გასამტკიცებლად, რადგან ამას ვერავინ შეცვლის, რაც იქნება ამ დოკუმენტებში ჩაწერილი“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.