ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022
BBC-ს აქვს კარგი შანსი, დაამტკიცოს, რომ იგი ერთგულია თავის რეგულაციებისა და პრინციპების", - ამის შესახებ პარტიის "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, "ქართული ოცნების" მიერ BBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან დაკავშირებით განაცხადა.
ეკა სეფაშვილის თქმით, ბრიტანეთის მაუწყებლისთვის, ეს არის ერთგვარი ტესტი, რათა დაამტკიცოს ერთგულება კანონის წინაშე.
"BBC-ს აქვს კარგი შანსი, დაამტკიცოს, რომ იგი ერთგულია თავის რეგულაციებისა და პრინციპების, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირუთვნელი და რეალური ინფორმაციის მიწოდებას.
ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ შემოწმდეს, ეს რეგულაციები განურჩევლად ყველაზე ვრცელდება, კანონი ნამდვილად უზენაესია მათთვის, თუ მათთვის ამოსავალი წერტილი პირადი პოლიტიკური სიმპათია და ანტიპათიაა", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.