დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გრძელდება. დღეს მონაწილეები ციფრულ ტრანსფორმაციასა და მეზღვაურების სწავლება-სერტიფიცირების საკითხებზე იმსჯელებენ.
ბათუმში მიმდინარე ფორუმი რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო სივრცეა, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის განვითარებაში მის როლს ეთმობა. დისკუსიებში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ფორუმის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს.