ბატონ პრემიერს დიდი მადლობა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის გუნდის წევრად დავრჩი ისევ - ვახტანგ გომელაური

vaxtang gomelauri

ბატონ პრემიერს დიდი მადლობა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის გუნდის წევრად დავრჩი ისევ, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა. ბატონ პრემიერს დიდი მადლობა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის გუნდის წევრად დავრჩი ისევ. მინდა მივულოცო ყველა ჩვენს პარლამენტარს გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო მომავალი 4 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა გომელაურმა.