ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა - კობახიძე

კობახიძე

ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას. 

მისი თქმით, აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა. 

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბაკურიანის გეგმებზე, ამ გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა, პირველი მცდელობა იყო კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩაუვარდათ, ახლა კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ ეს გეგმა. საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.