ბაჩო ოდიშარია: BBC-ს ფილმი იყო ადგილობრივ „მეხუთე კოლონაზე“ დაყრდნობით ბრიტანეთიდან საქართველოს მისამართით გამოსროლილი პირველი შურდული

ბაჩო ოდიშარია

ბრიტანეთის მთავრობას, მის პრემიერს აქვს უმდაბლესი აღიარების რეიტინგი, მას აქვს ისეთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება მეფის ძმის პედოფილიაში ჩართულობას და ფინანსურ მაქინაციებს, რომელსაც უწევს, რომ დაიჭიროს ამერიკაში ბრიტანეთიდან წარგზავნილი ელჩი იმიტომ, რომ ფინანსურ გარიგებებში არის დადასტურებული მისი მონაწილეობა, ამ პირობებში ჩვენ გვეპყრობიან ისე, როგორც ინდოეთს, როცა მისი კოლონიზაცია მოახდინეს, მგონი ისტორიის შეხსენება სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ.

მისივე თქმით, BBC-ს ფილმი იყო ადგილობრივ „მეხუთე კოლონაზე“ დაყრდნობით ბრიტანეთიდან საქართველოს მისამართით გამოსროლილი პირველი შურდული.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო პატარა და მჭიდრო ქვეყანაა, ჩვენ ოპონენტებთან მარტივად შეგვიძლია გავარკვიოთ რეალური გარემოებები, რომელიც ვინც არ უნდა გითხრას პირადად გადამოწმებადია. ჩვენს ირგვლივ არ არის კამიტით მოწამლული ადამიანი. როგორ შეიძლება BBC გვიმტკიცებდეს, რომ კამიტით მოწამლეს და ქვეყანაში ვერ ვნახულობთ ვერც ერთ ასეთ ადამიანს?!“, - აღნიშნა ოდიშარიამ.