აზიის განვითარების ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი - ვახტანგ ცინცაძე

 ვახტანგ ცინცაძე

გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.5%-ით გაიზრდება, - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-ი%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველო ისწრაფვის გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.

"აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე, ასევე საერთაშორისო რეზერვუარების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე. ასევე, 2026 წელს, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3,8% იქნება, რაც, წინა წელთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია. ზოგადად, აზიის განვითარების ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი,"- აცხადებს ცინცაძე.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი ემყარება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული დასტაბილურების სცენარს, რომელიც 10 მარტს განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში გაკეთდა.

"გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი, 7.5%-იანი ზრდა აჩვენა",  — აცხადებს ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.