კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
ავსტრიის კანცლერის მოვალეობას დროებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი შეასრულებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი შალენბერგს მთავრობის ხელმძღვანელობას პარასკევს ჩააბარებს.
ქვეყნის კანცლერის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთავრობის მოქმედმა ხელმძღვანელმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ პარასკევს ის თანამდებობას დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ შალენბერგი ავსტრიის კანცლერის მოვალეობას ერთხელ უკვე ასრულებდა. ეს 2021 წელს იყო, როცა ქვეყნის მთავრობის იმჟამინდელი ხელმძღვანელი სებასტიან კურცი კორუფციაში ბრალდების გამო გადადგა.