„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
20 ივნისის საქმეზე აუცილებელია არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს საშუალებები, ეს სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, როდესაც თავად პოლიციელები სერიოზულად დაშავდნენ, ადამიანების სიცოცხლეს და ცხოვრებას კვალი დაამჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ამ საკითხის გამოძიების ვალდებულება არ მოხსნია, უახლოეს პერიოდში შესაბამისი დასკვნები უნდა დაიდოს.
„პროვოკაციების მთელი წყობა იყო, გავრილოვიც იქ არ უნდა აღმოჩენილიყო, სადაც აღმოჩნდა. ძალიან მობილიზებული, სწრაფი კონტრშეტევა და რეაგირება გააკეთეს იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც პარლამენტში იმყოფებოდნენ, მომზადებულები, დროშებით, პლაკატებით დარბაზში შემოცვივდნენ. ესეც ეჭვებს ბადებდა, მაგრამ როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, დღის წესრიგში რაიმე ანგარიშსწორების თემაა არ არის. აუცილებელია არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს საშუალებები, ეს სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც შეტევა ბრუტალურია, არამედ ის, რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ თავად პოლიციელები სერიოზულად დაშავდნენ, საათების განმავლობაში მათზე შეტევა მიმდინარეობდა, როდესაც შეიძლებოდა, სხვანაირად დაგეგმილიყო. ადამიანებს მიადგათ ფიზიკური ზიანი, მათ სიცოცხლეს და ცხოვრებას კვალი დაამჩნია. ქვეყანას ამ საკითხის გამოძიების ვალდებულება არ მოხსნია, უახლოეს პერიოდში შესაბამისი დასკვნები უნდა დაიდოს,“ – განაცხადა გია ვოლკსიმ.
რაც შეეხება ანგარიშსწორებას, როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ამაზე საუბარი არ იქნება, თუ გამოძიება მტკიცებულებებზე დაყრდნობით ისეთ დასკვნას დადებს, რომელშიც ეჭვი არავის არ შეეპარება.
„შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპერაციის წინა პერიოდსაც პროვოკაციის სახე ჰქონდა, ასევე გავრილოვის მოქმედებებსაც, მასზე რეაგირებასაც და პოლიციელებზე ასეთ მომზადებულ შეტევას. საათების განმავლობაში პოლიციელების დამცირება, სახელმწიფოზე შეტევა და ამაზე რეაგირების გადაჭარბებული ფორმა – არის ის, რაც გამოძიების აუცილებლობას ქმნის სულ, რომ არ იყოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.