მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ხვალიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი იმყოფებიან.
დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას. დელეგაციის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, რომელიც კონგრესში გაიმართება.