„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება გამორიცხა.
ამერიკულ კონსერვატორულ ტელეარხ Newsmax-ის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის უკრაინის დაფინანსების სხვა კანონპროექტს, ჯონსონმა განაცხადა, რომ „ამერიკელებს ახლა ამის მადა არ აქვთ“.
„ჩვენ უნდა მივიყვანოთ ომი დასასრულამდე. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსაც ესმით ამის საჭიროება. ეს ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა“, – აღნიშნა ჯონსონმა.