შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
„ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მასპინძლობით "მრგვალი მაგიდა" გაიმართება დღეს, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ლედი", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა.
თამარ ტალიაშვილის თქმით, აღნიშნული შეხვედრები საქართველოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩენს.
"ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური სამიტის ფარგლებში, ცენტრალური ღონისძიება თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მასპინძლობით მრგვალი მაგიდა გაიმართება დღეს, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ლედი.
დისკუსიის განმავლობაში აქცენტები გაკეთდება იმ გამოწვევებზე, რომელიც დღევანდელ დღეს და სამომავლოდ გააჩნია ახალ თაობას, მოზარდებს და ბავშვებს სოციალურ ქსელებში, ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის პირობებში.
საქართველოს პირველმა ლედიმ უკვე მონაწილეობა მიიღო და სიტყვით მიმართა გლობალური სამიტის მონაწილეებს. მომავლის თაობაზე ხედვის გაზიარება, მით უმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური პერსპექტივიდან ასპექტების ხაზგასმით, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ მაღალ დონეზე წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.