წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც ლევან არველაძემ აღნიშნა, ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს 296 420 100 ლარი დაემატება და ჯამში 2 506 978,3 ათას ლარით განისაზღვრება.
ეს კი დედაქალაქის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ასეთი მაღალი მაჩვენებლის მქონე ბიუჯეტი თბილისს არასდროს ქონია.
რაც შეეხება თანხებს, როგორც არველაძემ აღნიშნა, პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება. იზრდება გამგეობების ბიუჯეტი, რისთვისაც დამატებით 39 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანხები იზრდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც.
საკრებულოს წევრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი ეხება ისტორიულ უბანში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ფართების გამოსყიდვას, რომლისთვისაც 10 მილიონი ლარია განსაზღვრული.
,,17 მილიონი ლარით არის გაზრდილი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას დანაპირები შევუსრულოთ და პროგრამით გათვალისწინებული შენობების ჩანაცვლება მოვახდინოთ’’,-განაცხადა ლევან არველაძემ.
მისივე თქმით, 2026 წელს 300 მილიონამდე ლარი ჩვენი დედაქალაქის განვითარებისა და გალამაზებისთვის დაიხარჯება, რაც ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალს ემსახურება.
,,ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ წარმოდგენილ ისტორიულ ბიუჯეტს მხარი დაუჭირონ’’,-აღნიშნა ლევან არველაძემ.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1769779267
„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
1769717347