ავარიის დროს გარდაცვლილი 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი დღეს დაკრძალეს
1762018919
"წინასწარ ვიცოდით ეს, ვვარაუდობდით და არ მივიღეთ მონაწილეობა. მომავალშიც არ მივიღებთ, ვიდრე არ გამოასწორებენ ამ მიდგომებს," - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება" ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ის აცხადებს, რომ ევრონესტის იმ რეზოლუციამ, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მოლოდინს გადააჭარბა. თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში არ მიიღებს მონაწილეობას იქამდე, ვიდრე არ გამოასწორებენ მიდგომებს.
"არაფერი ძნელი სავარაუდო არ იყო, მაგრამ ასე თუ შეტოპავდნენ და იტყოდნენ, რომ ხელისუფლებას არ სცნობდნენ და ის არალეგიტიმურია, მართლაც არ გვეგონა. მაგრამ, აქამდეც მივიდნენ. ეს ადამიანები, იუკნევიჩიანე და მსგავსი ადამიანები მუდმივად ამას ამტკიცებდნენ და ყოველთვის თავისი გამოგონილი ნარატივებით საუბრობდნენ. ამიტომ, ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას ჩვენ ვერ ავიტანთ. წინასწარ ვიცოდით ეს, ვვარაუდობდით და არ მივიღეთ მონაწილეობა. მომავალშიც არ მივიღებთ, ვიდრე არ გამოასწორებენ ამ მიდგომებს," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
"ქართული ოცნება" ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მმართველი გუნდის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად, - შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.