1743141376
არსებული გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, კვლავ ძალაში რჩება მეორე ფრონტის გახსნის იდეა და ეს არის რეალური - რიმა ბერაძე

მეორე ფრონტის საფრთხე და შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით - ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთდა, ამ დრომდე რჩება პოლიტიკური შეფასებების თემად.
მმართველ გუნდში კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გლობალურ ძალებს კვლავ აქვთ და ეს საფრთხე ახლა უფრო მძაფრია, ვიდრე ოდესმე.
"არსებული გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, კვლავ ძალაში რჩება მეორე ფრონტის გახსნის იდეა და ეს არის რეალური. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი შანტაჟით, როგორი მუქარით, როგორი რიტორიკით გვესაუბრებიან ევრობიუროკრატები ევროპიდან. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის ცნობილია, რადგან უკვე დიდი ხანია, საქართველოზე ამ ლოგიკით მუშაობენ. მათი ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა და ამის შემდეგ მოიყვანონ თავიანთი სასურველი ხელისუფლება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
აბსურდად მიიჩნევენ დასავლეთის მხრიდან საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის სურვილს ოპოზიციაში და "ქართული ოცნების" პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ.