არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება - რიკარდ იოზვიაკი

რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება.

„არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 65% წარმოადგენს), რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.