„შავი მთვარე“ მორიელში გადავიდა - ზოდიაქოს ნიშნები, რომელზეც ეს პერიოდი იმოქმედებს
1744062001
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზოგიერთი საჯარო პირისა და მოსამართლეების დასანქცირების საკითხზე საუბრობს.
როგორც "ღამის კურიერში" სტუმრობისას ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება ვარაუდზე დაფუძნებით, კონკრეტული ფაქტების გარეშე.
"თქვენ ალბათ ნახეთ ტექსტი სანქციებთან დაკავშირებით, სადაც მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული, არანაირი ფაქტი აქ არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ვარაუდზე დაფუძნებით, კონკრეტული ფაქტების გარეშე. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, რაც გვესმის. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს თავისი ახსნა გააჩნია.
ვხედავთ, რომ არსებობს ძალები, რომლებიც ცალსახად ქართული ხელისუფლების საკუთარი ხალხის ზრუნვაზე ორიენტირებულ პოლიტიკას და საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ აღიქვამს ადეკვატურად. ეს მათთვის მისაღები არ არის. ეს ძალები ყველანაირი ძალისხმევით ცდილობენ, რომ გარკვეული ზიანი მიაყენონ საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ შედეგის მომტანი ნამდვილად არ არის. ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები იმდენად სუბიექტურია, რომ სანდოობას საერთოდ არ იმსახურებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მომავალში უკეთესი კომუნიკაციის პირობებში შევძლებთ იმას, რომ გარკვეულწილად ეს პოლიტიკა შეიცვალოს. ასევე, ეს პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ამა თუ იმ ქვეყანაში", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დამატებითი კომუნიკაციით შესაძლოა სანქციების უკან გაწვევა ან შეჩერება მოხდეს, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ღიაობა და მიმღებლობა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ მიიღება.
"ხშირად ამ გადაწყვეტილებების მიღმა დგანან ადამიანები ან ძალები, რომლებსაც აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ეს არის ამ დღის წესრიგის ნაწილი, საკმაოდ სუბიექტური და შორს არის ობიექტურობისგან, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რაიმეს მიაღწიო კომუნიკაციით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ იქნება ღიაობა, გახსნილობა, მიმღებლობა იმის, რომ ჩვენ ობიექტური ინფორმაცია გავუზიაროთ პარტნიორებს, ამ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ მიიღება. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები პირდაპირ რომ ითქვას, არის ამ ქვეყნების ინტერესების დამაზიანებელი და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მტრული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არავის ინტერესში არ არის, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების თანამშრომლობაა მხოლოდ ინტერესში და ვფიქრობ, ეს რეალობა დროთა განმავლობაში უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში ამას ახსნა არ აქვს", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.