VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე.
მისი თქმით, პეტერ ფიშერი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აკეთებს განცხადებებს.
„გამოვიდეს ეს ადამიანი და ერთი მტკიცებულება მაინც თქვას, რომ უბრალოდ ნანახი მაინც აქვს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ გააკეთებს იმიტომ, რომ მისი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებისთვის ერთი „ნიუსის“ მოსამზადებლად და მეტი არაფრისთვის. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტელეკომპანია „იმედს“ და სხვა მედიასაშუალებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ სასანქციო პაკეტიდან ყულევი ამოღებულია, ისევ ირწმუნება, რომ სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები არსებობს, თუმცა არ აქვეყნებს. მივმართეთ კითხვით საელჩოს, ველოდებით პასუხს.