„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
რადიკალურ ოპოზიციას გარე დავალება აქვს მიღებული, რომ როგორმე „ლელო“ და გახარია გარეცხონ და „ნაცობა“ ჩამოაშორონ, რაც წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ სიმბოლიკა შეინარჩუნოს და სწორედ ამიტომ ნომერი აიღო.
„ისინი არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მათ არავინ არაფერს ეკითხება. როგორი დავალებაც იქნება, იმას შეასრულებენ. დავალებაა, რომ როგორმე „ლელო“-გახარია გარეცხონ და „ნაცობა“ ჩამოაშორონ, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ შეძლებენ, ეს წარმოუდგენელია. ეს რომ წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ მარცხდებიან ქართველ ხალხთან ბრძოლაში ყველა არჩევნებზე“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.