თბილისში, ჭავჭავაძეზე კაცი მოკლეს
1741984172
მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება ისეთივე ამორალურია, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას უწოდო „პიჯაკების საქმე“, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, ამ კლასტერისა და მონური ფსიქოლოგიის ადამიანებისგან არაფერია უკვე გასაკვირი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სააკაშვილის პროცესს გამოეხმაურა.
„ლიპოსაქციას ადამიანი აფინანსებდა, თურმე საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტიდან და მერე ეს ყველაფერი სცადა და გაბედა, გაემართლებინა, თითქოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის კეთდებოდა და მიხეილ სააკაშვილის ცხიმ-გროვებზე გადის საქართველოს ინტერესები. როდესაც ადამიანი ასეთ უღირსობას იტყვის, მერე უკვე ყველაფერი გასაგებია. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი არის ერთი დიდი უსამშობლოებისა და აგენტობის სინონიმი“, - განაცხადა გორდულაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სააკაშვილი პროცესზე არ გამოცხადდა.