არჩილ გორდულაძე ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების ტრენინგთან დაკავშირებით: მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, „ქართული ოცნება“ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მყარად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად

არჩილ გორდულაძე

ბრიტანეთის საელჩო იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი ორი ადამიანის დაფინანსებას რომ ცდილობდა და ეს შეფუთული იყო ყველანაირ აზრს მოკლებულ საფარში. ზუსტად იგივე ხდება ახლაც, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „პრაიმ ტაიმის“ მიერ ქართველი აქტივისტების ტრენინგებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.

„ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს რომ დავესესხოთ, „დიფ სთეითის“ გავლენები განსაკუთრებით არის ძლიერი დიდ ბრიტანეთში და სწორედ რომ „დიფ სთეითი“ ცდილობს თავისი აგენტების გაწვრთნას სხვადასხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ შემდეგ საქართველოში არეულობა მოაწყოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ეს გასაკვირი არ არის. მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, „ქართული ოცნება“ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მყარად ვდგავართ, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი“, - განაცხადა გორდულაძემ.

გამოცემა „პრაიმ ტაიმი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს.