„ვინც დაპოსტა, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს...“ - ტარიელ კაკაბაძე
1787139058
უინტერესოა, როდესაც გარე ძალების აგენტი მიხეილ სააკაშვილი გარე ძლების აგენტს, ნიკა გვარამიას თუ გარე ძალების აგენტს, გიგა ბოკერიას უპირისპირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბნელი ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
„უპირისპირდებიან საჯაროდ, რომ ჟურნალისტებმა სიუჟეტები მოამზდონ, მაგრამ ეს საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უინტერესოა. უინტერესოა, როდესაც გარე ძალების აგენტი მიხეილ სააკაშვილი გარე ძლების აგენტს, ნიკა გვარამიას თუ გარე ძალების აგენტს, გიგა ბოკერიას უპირისპირდება. ვიცით, ეს დაპირისპირება, საბოლოო ჯამში, ფარსია, რადგან გარედან პატრონის დავალებას მიიღებენ და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ისევ ერთ ხმაში დაიწყებენ. ნებისმიერი მათი ასეთი განცხადებები მხოლოდ დ მხოლოდ მცდელობაა, თავიანთ პატრონებს რამენაირად თავი მოაწონონ, ვინ უფრო კარგი აგენტია. პირველ რიგში, თავიანთ გონებაში ჩაიხედონ, გააანალიზონ, რა ნაბიჯებს დგამენ. სახელმწიფოს, ამ ქვეყნის ისტორიის, კულტურის, წარსულისა და აწმყოს წინააღმდეგ ბრძოლა რომ შედეგს ვერ მოიტანს, უნდა იაზრებდნენ, მაგრამ ასეთია აგენტის ბედი. როდესაც ყველაფერზე ხელის მომწერი ხარ, რასაც ჩაგძახებენ, ის უნდა ამოიძახო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ეზიზღებათ, სძულთ და ერთმანეთს უპირიაპირდებიან ყოველთვის გაერთიანდებიან, როდესაც გარე პატრონი დავალებას მისცემს და არ მისცემს სიტყვის, წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი, თუნდაც რომელიმე განცხადების გაკეთების წინ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრობაში“ გაერთიანებული ე.წ. პოლიტიკოსები რეალურად გაყიდულები არიან.
„პირდპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებული და იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ. ნახევრად სიმართლე წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ნამდვილად გაყიდულია და მიყიდულია გლობალურ ძალებს, რომელთა მიზანიცაა საქართველოში არეულობა და გარე მმართველობის დამყარება, რომელიც იყო 2003-2012 წლებში ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი რომ არა, მისი პირადი რისკი თავისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისი ოჯახის წევრების სიცოცლის და ჯანმრთელობის რისკი რომ არა, ჩვენ ახლა ვერ ვისაუბრებდით ქართველ ხალხთან ერთად. ბიძინა ივანიშვილი რომ არა, შესაძლებელია, საქართველო როგორც სახელმწიფო აღარც არსებულიყო. მიხეილ სააკაშვილი, გვარამია და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი ბანდა გარე დავალებას მიიღებდა და მეორე ფრონტს ისე წარმატებით გახსნიდა ქვეყანაში, თვალიც არ აუხამხამდებოდა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.