არჩილ გორდულაძე: ჯაშუშის გარდა, სხვა ვერ მოიფიქრებდა ჯარისთვის ამბოხებისკენ მოეწოდებინა, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 90-იან წლებში, რასაც ძმათა მკვლელი ომი მოჰყვა. შემთხვევით ეს ხომ არ აქვს მიზნად ბატონ ხაზარაძეს?!

არჩილ გორდულაძე

ჯაშუშის გარდა, სხვა ადამიანი ვერ მოიფიქრებდა, რომ აქამდე დაცემულიყო და ჯარისთვის ამბოხებისკენ მოეწოდებინა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ქართული ჯარისადმი მამუკა ხაზარაძის მოწოდებას, რომ არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს.

„მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება ზუსტად უსვამს ხაზს, როგორ შეიძლება იყო ადამიანი ქართული სახელის და გვარის მქონე, ქართული პასპორტის, ხოლო სულით და გონებით იყოს სხვა ძალის ჯაშუში. ჯაშუშის გარდა, სხვა ადამიანი ვერ მოიფიქრებდა, რომ აქამდე დაცემულიყო და ჯარისთვის ამბოხებისკენ მოეწოდებინა, მოეწოდებინა, რომ არ დაემორჩილოს მთავარსარდალს და არ ცნოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მთავარსარდალი. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 90-იან წლებში, რასაც ძმათა მკვლელი ომი მოჰყვა. შემთხვევით ეს ხომ არ აქვს მიზნად ბატონ ხაზარაძეს?!“, - განაცხადა გორდულაძემ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.