არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ კამპანიაზე: ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია და მიმართულია იმისკენ, რომ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელდეს, ეკონომიკური წინსვლა არ იყოს

არჩილ გორდულაძე

ეს ყველაფერი [კამპანია] თითიდან გამოწოვილია და მიმართულია იმისკენ, რომ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელდეს, ეკონომიკური წინსვლა არ იყოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას.

„გარედან მართულმა პირებმა „ლელოს“ სახით დაიწყეს შეტევა პირდაპირ უპრეცედენტო ინვესტიციაზე საქართველოში, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისთვის. შემდეგ ამ ყველაფერს აჰყვნენ ის ძალები, სადაც გაერთიანებულია ბატონი კოკა მორგოშია. ეს ის ადამიანია, რომელიც ცდილობდა კუვეიტელებისთვის აეშენებინა კონკრეტული უძრავი ქონება. მაშინ პრობლემას არ წარმოადგენდა კუვეიტელების ჩამოსვლა. ეს ყველაფერი [კამპანია] თითიდან გამოწოვილია და მიმართულია იმისკენ, რომ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელდეს, ეკონომიკური წინსვლა არ იყოს. არ დაგვავიწყდეს მათ შორის ლორა თორნტონის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ სოციალური პრობლემების შექმნითაა შესაძლებელი“, - აღნიშნა გორდულაძემ.