რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებთან „ ფაქტ ჩეკერებზე“ და მამუკა მდინარაძის გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ ტყუილზე ისაუბრა.
გორდულაძის თქმით, აშშ-ს წინა ადმინისტრაცია აღნიშნულ ე.წ ფაქთჩეკერებს იყენებდა თავისუფალი აზრის გავრცელების ხელშესაშლელად და დღესაც, სწორედ, მსგავსი „ფაქტ ჩეკერები“ ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის დამალვას.
„ჩვენ გავიხსენოთ ფეისბუქის, მეტას დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ე.წ ფაქთჩეკერები გაუქმდა. რომელთან დაკავშირებითაც თქვა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მავალდებულებდაო (ავალდებულებდა მეტას), რომ ამ ფაქტჩეკერების მეშვეობით თავისუფალი აზრის გავრცელებისთვის ხელი შეეშალა. პირდაპირ ჩაეხშოთ განსხვავებული აზრი, ზუსტად ასეთივე ე.წ ფაქტ ჩექერები თუ სხვადასხვა ე.წ მონიტორინგის მწარმოებელი ორგანიზაციები ცდილობენ ხოლმე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობა რაც არის და სიმართლე, დამალონ და დაუმალონ ქართველ ხალხს და ზუსტად იგივე შემთხვევა არის ახლაც, რაც ბატონ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით გაკეთდა,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ბედავენ და საუბრობენ, რომ თურმე რა პრობლემაა, დიახ გაუცია მიხეილ სააკაშვილს ასეთი ბრძანება და მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ საზოგადოებას რომ ამცნო, რომ საგამოძიებო კომისიაზე გახდა ეს ყველაფერი ცნობილი, თურმე ტყუილიაო.
„ადამიანი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერდა, სადაც ცნობილი გახდა ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა საუბრობენ რომ იცით მე რამდენი წლის ვიყავი 2012, 2008 წელსო, როდესაც შეუძლიათ ამ ადამიანებს ნახონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება ცეცხლის განხსნასთან დაკავშირებით, თურმე ეს ყველაფერი ყოფილა სიცრუე და სიცრუე იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდითო. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მაშინდელმა მთავარსარდალმა გასცა ბრძანება საომარი მოქმედებების დაწყების თაობაზე, არ გააფრთხილა ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროსაც კი არ გამოიყვანა ხალხი, მიატოვეს პირდაპირ ეს ადამიანები ოკუპანტის წინაშე და ამავდროულად, როდესაც ომი დამთავრდა დაკარგულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდეს, შემდეგ 1633 რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და ჩვენს მეომრებსა და ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული, რომელიც ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ გუნდმა დაიცვა, როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში და ახლა ბედავენ და საუბრობენ, რომ თურმე რა პრობლემაა დიახ გაუცია მიხეილ სააკაშვილს ასეთი ბრძანება და მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ საზოგადოებას რომ ამცნო, რომ საგამოძიებო კომისიაზე გახდა ეს ყველაფერი ცნობილი, თურმე ტყუილიაო. ერთმანეთისგან აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, საწინააღმდეგო საფუძვლები აქვთ, მაგრამ მერე ცდილობენ, რომ სათაური გამოიტანონ და სამწუხაროდ, აქვთ მოლოდინი, რომ საზოგადოებამ მხოლოდ და მხოლოდ მათი პოსტების, თუ გავრცელებული ინფორმაციის სათაურს წაიკითხავს და აღარ შევა თვითონ სტატიის სიღრმეში. ამას ცდილობენ, ეს არის კლასიკური შემთხვევა როგორ უნდა იმოქმედოს პროპაგანდამ, რომელიც ასე დამახასიათებელი იყო ნაცისტური გერმანიისათვის და ბოლშევიკური, საბჭოთა რუსეთისთვის. ნაცისტების და ბოლშევიკების „კარგ გამოცდილებას“ ეს ადამიანები ცდილობენ , რომ პრაქტიკაშიც გამოიყენონ,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.