ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ამავე დროს, საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხის მისვლის აუცილებლობაზე მედიასთან საუბრობს.
სოზარ სუბარის თქმით, მართალია, დღეს რადიკალური ოპოზიცია, თავისი ქმედებებითა და განცხადებებით თვითგანადგურების რეჟიმშია გადასული, მაგრამ საქართველოს მტრებს, ვის აგენტურასაც ეს რადიკალები წარმოადგენენ, გავლენები ჯერ კიდევ აქვთ. სწორედ ამ აგენტურის ხელით ცდილობენ საქართველოს მტრები, ქვეყანაში ვითარების არევას და დესტაბილიზაციას,
„მათი მიზანია დაასუსტონ რუსეთი, შემდეგ კი ჩინეთი და ამაში ჩვენ, მოლდოვასა და უკრაინას რანაირად გამოგვიყენებენ, აბსოლუტურად არ ანაღვლებთ. ისე გვიყურებენ, როგორც ბუხარში დასაწვავ შეშას, რათა თვითონ ხელები გაითბონ ან მოითბონ“ - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ გარე ძალების გავლენებსა და მათ გეგმებზე დღეს მოლდოვაში მიმდინარე პროცესები მეტყველებს.
„არჩევნები მოდის და შედეგი ადვილად დასათვლელია - რადიკალებს წარმატების ნულოვანი შანსი აქვთ. მეც და ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც ყოველდღე ვხვდებით მოსახლეობას და მათ ყოველი შეხვედრის დროს ერთსა და იმავეს ვუმეორებთ: გასაგებია, რომ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ და გასაგებია ისიც, რომ ოპოზიცია განადგურებულია (მათ თვითონ გაინადგურეს თავი), მაგრამ ამ მოცემულობიდან არ უნდა ამოვიდეთ. საქართველოს მტერი ძალიან ძლიერია და ეს მტერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის. ესენი კი, ვინც ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის სახით მოქმედებს, უბრალოდ გარე მტრების აგენტები არიან, მათი საცეცები აქ, საქართველოში.
კარგი ის არის, რომ აგენტოკრატებს არ ჰყოფნით ინტელექტი, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ამით აჩქარებენ თვითგანადგურების პროცესს. მათ თვითგანადგურების რეჟიმი ჩართეს სრული ტემპით, როდესაც უარი თქვეს პარლამენტის მანდატებზე, უარი თქვეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე; როდესაც არც კი ერიდებიან იმის დაფიქსირებას, რომ ემსახურებიან უცხოეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს; როდესაც ნატრობენ, რომ ცხელი ბომბების წვიმა ცვიოდეს საქართველოში, შენატრიან უკრაინის ბედს და ზელენსკი გმირად და წმინდანად ჰყავთ გამოცხადებული. უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ზელენსკი ანადგურებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ერთადერთი, ვისაც ცოცხალი თავით არ უნდა ამის დანახვა, ჩვენი ლიბერალ-ფაშისტები არიან.
ამ ყველაფრით მათ დააჩქარეს თვითგანადგურების პროცესი, მაგრამ მათ პატრონებს ძალაც აქვთ, ფულიც, უზარმაზარი გავლენებიც, მსოფლიო მედიის მნიშვნელოვან ნაწილსაც აკონტროლებენ და მათი გეგმებიც არ შეცვლილა. მათი გეგმები რომ არ შეცვლილა, ეს კარგად ჩანს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებითაც და თუნდაც იმითაც, რაც დღეს მოლდოვაში ხდება. 4 წლის წინ, როცა დაიწყო უკრაინაში ომი, მოლდოვას პრაქტიკულად არ ჰყავდა ჯარი. ამჟამად მოლდოვას გააორმაგებინეს ჯარის დაფინანსება, ეხმარებიან გარედანაც და ვითარებას ამზადებენ, რომ შეიჭრას დნესტრისპირეთში.
თუ ეს სცენარი ამოქმედდება, რუსეთს ძალიან გაუჭირდება, დაეხმაროს დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რადგან რუსეთსა და მოლდოვას შორის უკრაინის ტერიტორიაა, რომელსაც უკრაინის ჯარი აკონტროლებს. შესაბამისად, რუსეთი იქ ჯარს ვერც სახმელეთო გზით გადაისვრის, ვერც საჰაეროთი და, მით უმეტეს, ვერც საზღვაოთი. ამიტომ, თუ მოვლენები ასე განვითარდება, მოლდოვამ შეიძლება აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთსაც მორიგი დარტყმა მიაყენოს. რა თქმა უნდა, რუსეთს შეუძლია დრონებითა და რაკეტებით დაბომბოს მოლდოვა, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლები საფრთხეა, ვიდრე პირდაპირი შეჭრა იქნებოდა.
საქართველოს შემთხვევაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, რადგან ჩვენ რუსეთთან გვაქვს უზარმაზარი სახმელეთო საზღვარი და ზღვიდანაც სრულიად დაუცველები ვართ. შესაბამისად, თუკი ჩვენ ომში ჩავერთვებით, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლის, ჩვენი ქვეყნის განადგურებისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის თავიდან აცილება თითქმის წარმოუდგენელია. მოლდოვაში მიმდინარე ამბები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიციის პატრონებს განზრახვები არ შეუცვლიათ. მათი მიზანია დაასუსტონ რუსეთი და ამაში ჩვენ, მოლდოვასა თუ უკრაინას რანაირად გამოგვიყენებენ, აბსოლუტურად არ ანაღვლებთ. ისე გვიყურებენ, როგორც ბუხარში დასაწვავ შეშას, რათა თვითონ ხელები გაითბონ ან მოითბონ.არჩევნებზე ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს არა იმიტომ, რომ გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშაა, არამედ იმიტომ, რომ არ ვათქმევინოთ არც გარე და არც შიდა მტრებს, რომ არჩევნებზე ხალხი არ მოვიდა და ამით ლეგიტიმაციის საკითხი სალაპარაკო არ გახდეს“- განაცხადა სოზარ სუბარმა.