1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ოპოზიციის მიერ არჩევნებში მონაწილეობის არმიღება კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოოდ ჩაიხსნებიან ყოველგვარი პოლიტიკური ცხოვრებიდან, მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია, რადგან საზოგადოება კიდევ ერთხელ განაჩენს გამოუტანს არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით უფრო კარგი იქნება, რადგან ექსტრემისტებს არაფერი ესაქმებათ როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში.
„როგორც ვაკვირდები, „ლელომ“ და პარტია „საქართველოსთვის“ უკვე დიდად აღარც ცდილობენ, მოიტყუონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხებზე. განაცხადეს პირდაპირ, რომ ბოიკოტს არ უცხადებენ. ასე რომ, კარგია, თუ საბოლოო ჯამში ამ ტყუილს თავს დაანებებენ. პირველ ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, ჩვეულებრივად იყურებიან პოლიტიკური თანამდებობისკენ, რა შეიძლება, მოიპოვონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე.
საბოლოო ჯამში, მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მათ ამომრჩეველს, პარტიები არ ატყუებდნენ. ამ ტყუილს რაც უფრო მალე დაასრულებენ და თუკი გამბედაობა აქვთ, რომ პირდაპირ თქვან და თვალში ნაცარი არ აყარონ საკუთარ ამომრჩეველს, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი იქნება.
მე ზოგადად მივესალმებოდი, რომ რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით უფრო კარგი იქნება. ექსტრემისტებს არაფერი ესაქმებათ როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასე რომ, მათ მიერ მონაწილეობის არმიღება კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოოდ ჩაიხსნებიან ყოველგვარი პოლიტიკური ცხოვრებიდან, მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია, რადგან საზოგადოება კიდევ ერთხელ განაჩენს გამოუტანს არჩევნებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.