წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766086227
ნინო ლომჯარიას დღეს, 12:00 საათზე, სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. საუბარია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე, რომელზე ძიებაც პროკურატურამ ცესკოს მოთხოვნით დაიწყო. სხდომა დახურულ კარს მიღმა შედგება.
ყოფილმა სახალხო დამცველმა და ორგანიზაციის "ჩემი ხმა ევროკავშირს" დამფუძნებელმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიებას მისი ენჯეოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც არჩევნების გაყალბებას ეხება.
უკვე გამოიკითხნენ ამავე ორგანიზაციის სხვა წევრებიც.