ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
მიხეილ სააკაშვილი შეტევაზე და ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობს.
"ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე, მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება," - აცხადებს ექსპრეზიდენტი, რომელმაც განცხადებები საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე პროცესზე გააკეთა.
შეფასებები გაკეთდა თავად "ნაციონალური მოძრაობაში":
"არავის არავინ არ ჩამოჰყავს, თუკი ვინმე ჩამოდის, ჩამოდის საკუთარი ნება-სურვილით. მე ვიყავი ძალიან ამაყი, რადგან ამ მარშის მონაწილეც ვიყავი, სადაც ვნახეთ ის გრანდიოზული ეროვნული სულის გამოვლინება - რაც იყო ხორუმის ცეკვა. სწორედ ამ სილაღით, პრინციპულობით და ამ შეუვალი პატრიოტიზმით აღწევს ქართული საზოგადოება იმ წარმატებას, რასაც ჰქვია "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირება, ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ ყველაფრის ასახვა. რაც შეეხება რადიკალურ ნაბიჯებს, მე ვერ დავარქმევდი რადიკალურ ნაბიჯს ნებისმიერი სამთავრობო შენობის წინ აქციების ჩატარებას," - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წევრი ლევან სანიკიძე.