ერთი თვის ამინდის პროგნოზი - რა გველოდება 20 მარტამდე?
1739996324
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც გარკვეული ჯგუფები პოლიტიკოსებს თავს ესხმიან. სუბარმა ეს კომენტარი პარტია "საქართველოსთვის" გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეტა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ამ ჯგუფების ნაწილს სამოქალაქო აქტივისტებს ეძახდნენ, ხოლო მათი საწინააღმდეგო აზრის მქონე პირებს - ზონდერჯგუფებს.
"არ ვიცი, ვინ დახვდა, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ყოველდღე ხდება მსგავსი დახვედრები სხვადასხვა ადამიანის მიმართ. წუხელაც ვუყურებდი, ფილარმონიიდან გამოსულებს ადამიანები დახვდნენ, რომლებიც მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგინებდნენ.
უბრალოდ, არასწორია, ვიღაცას ზონდერჯგუფი უწოდო და მეორე მხარეს - სამოქალაქო აქტივისტი. შევთანხმდეთ, ყველანი აქტივისტები არიან, ან ყველანი - ზონდერჯგუფები. ქცევის სტანდარტიც უნდა იყოს ერთიანი. არ შეიძლება, ვიღაცას რაღაცის უფლება ჰქონდეს და მეორეს - არაფრის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში ბრუნდებოდა, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაახვედრეს, რომლებიც მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავდნენ.