“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება. უწყება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "აირჩიე ევროპის დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები - საქმე იმაშია, რომ ბიურომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნია.
გია ვოლსკის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "აირჩიე ევროპას" მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები.
"არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელზეც საუბარია, არასდროს არ დაუმალავთ, რომ ერევიან პოლიტიკაში. ფულსაც ხარჯავენ და ყველა განცხადება არის პოლიტიკური, რაზეც ანტიკორუფციულს ჰქონდა საუბარი. ანტიკორუფციული არა "ქართული ოცნების" ინტერესს გამოხატავს ამ შემთხვევაში, არამედ საზოგადოების ინტერესს და იცავს იმ კანონს, რომელიც ყველასთვის მისაღები და გასაგებია. აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი მიუთითებს ემსახურება გარკვეული ნეგატიური პროცესების წარმოშვას ნეგატიური დამოკიდებულებების, დაძაბულობის ატმოსფეროს შექმნას და ეს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა, რომელიც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციას კიდევ ერთი ნიშნით ახასიათებდეს," - აცხადებს გია ვოლსკი.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872