„არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესებში, როგორც სავალდებულო, ანომალიაა“ - გიორგი ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტზე

ვოლსკი

კანონპროექტი, რომლის შემუშავების მიზნადაც მმართველი გუნდი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას ასახელებს - საუბარია არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამონაწილეობაზე კანონშემოქმედებით პროცესში.

სიახლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

"მათი მონაწილეობა ნებისმიერ პროცესში დაკავშირებულია დესტრუქციასთან, საბოტაჟთან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არავის არ აურჩევია, არავის მანდატი არ მიუცია თხოულობენ ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღებას. ეს არ გამორიცხავს საექსპერტო მოსაზრებების გაზიარებას, მოსმენას, გათვალისწინებას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესებში, როგორც სავალდებულო, რასაკვირველია, ანომალიაა და ეს ანომალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს," - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.