1734086254
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში. ეს გვასწავლა მეათე მოწვევის პარლამენტმა, გარდა შფოთისა და ისტერიისა არაფერი არ მოუწყვიათ - შალვა პაპუაშვილი
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ეს გვასწავლა ჩვენ მათ შორის მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელშიც ისინი გვიან შემოვიდნენ, მაგრამ მათ შემოსვლას არანაირი მნიშვნელობა პარლამენტისთვის არ ჰქონია. გარდა შფოთისა და ისტერიისა პარლამენტში არაფერი არ მოუწყვიათ.
ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის და პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მეორეს მხრივ, მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა, შემოვლენ. ამ მოწვევის პარლამენტმაც ეგ გვასწავლა - შემოვიდნენ კი არა, 2021 წლის დეკემბერში გვეხვეწებოდნენ, რომ ის დაკარგული ხელფასები, რაც ჰქონდათ მათ არშემოსვლის გამო, აღგვედგინა და დეკემბრის ბოლო რიცხვებში სპეციალურად შეიკრიბა ჯერ ხაზინადართა საბჭო, შემდეგ ბიურო შევიკრიბეთ, რომ ეს მათი მსუყე თანხები მიეღოთ და ჩარიცხოდათ თავის ანგარიშებზე.
ასე რომ, ეს ხალხი რა თქმა უნდა, შემოვა, იმიტომ, რომ მათ არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ. მათ რასაც ეტყვიან, ისე მოიქცევიან და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ასე ეტყვიან, რომ იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რათა იქ ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.