მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
პრეზიდენტთან შეხვედრა შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, იმ დინამიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნებს შორის, ეკონომიკური ურთიერთობების, პოლიტიკური დიალოგის განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მინისტრის თქმით, უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში.
„უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, გლობალურად მიმდინარე პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებს შორის იყოს გარკვეული აზრების გაცვლა-გამოცვლა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შუა დერეფნის განვითარებაზე, მის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ზოგადად დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.