ცნობილია ქისტაურში მოკლული პირისა და მისი სავარაუდო მკვლელის ვინაობა
1747051144
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ოპოზიციისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის უცხოური დაკვეთა და არა საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები.
"ის, რომ "ნაცმოძრაობისთვის" მთავარი სიტყვა ეკუთვნის ევროკავშირს და გლობალური ომის პარტიას, ეს არაერთხელ დაადასტურეს. უნდა ითქვას, რომ სულ რაღაც 2 დღის წინ, სააკაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, მთავარია, ამერიკაში რას გადაწყვეტენო და არა ის, რომ დავუშვათ საქართველოში რა პროცესები მიმდინარეობს მიმდინარეობს. მათი მზერა არის სულ უცხოეთში, სულ Deep state-ში, სულ გლობალური ომის პარტიაში, ევროკავშირში. ეს არის მოცემულობა. მათი მთავარი წყარო და ამოსავალი წერტილი არ არის ქართული საზოგადოება, არამედ არის უცხოეთი და მათი პატრონები.
რაც შეეხება თავად სამადაშვილს, არ მგონია, რომ ეს სერიოზული პიროვნება იყოს. მგონი, "ლელოშიც" არ აღიქვამენ სერიოზულად. დარწმუნებული ვარ, "ლელოს" ამომრჩეველმაც არ იცის, მაგალითად, სამადაშვილი ახლა რომელ პარტიას წარმოადგენს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მოქალაქეების ნაწილი არჩევნების შედეგებს 2020 წელსაც აპროტესტებდა, თუმცა მაშინ ევროკავშირს სხვა განწყობები ჰქონდა, დღეს კი "ქართული ოცნების" დემოკრატიულ მანდატთან დაკავშირებით ევროკავშირში სხვა შეხედულებებია და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.